მთავარისიახლეებიეკონომიკა„ახალი საქართველო'' ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებას მოითხოვს

„ახალი საქართველო” ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებას მოითხოვს

Published on

ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი გათანაბრდეს და საპენსიო ასაკად ორივე სქესისთვის 60 წელი განისაზღვროს.- ასეთია ინიციატივა , რომლიტაც  პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრები  გამოდიან. 
 
პარტიის წევრები აცხადებენ, , რომ  საპებსიო საკანონმდებლო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი.
 
„ჩვენ გვაქვს ნორმები, რომლებიც აბსოლუტურად დისკრიმინაციულად, ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი განსხვავდება ერთმანეთისგან. მივყვებით სამართლებრივ პროცედურას და საქართველოში გავათანაბრებთ საპენსიო ასაკს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
„ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაცია 30 000 ხელმოწერის შეგროვებას და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშიც დარეგისტრირდება.

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....