მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბატონმა აიარა და ჩაიარა, ბაჩილა კი ისევ გზაზეა დაჩოქილი, ახლა უკვე...

ბატონმა აიარა და ჩაიარა, ბაჩილა კი ისევ გზაზეა დაჩოქილი, ახლა უკვე დაპირებული წყალობის მოლოდინში

Published on

რუსეთი მომავალშიც აპირებს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საიმედო გარანტი იყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობისას განაცხადა.
 
„გვაქვს სასაუბრო თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ უმთავრესი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა. ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება“, – აღნიშნა პუტინმა.
 
მისი თქმით, აუცილებელია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების ოპტიმალური გზების პოვნა ახალი სამუშაო ადგილების და საგადასახადო ბაზის შესაქმნელად. მანვე აღნიშნა, რომ 2017-19 წლებში რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის დახმარებას და საინვესტიციო პროგრამა 6 მილიარდ რუბლს შეადგენს.
მისი თქმით, თავის მხრივ, ოკუპირებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს აფხაზეთის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის განსამტკიცებლად. პუტინის განცხადებით, დღვანდელ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საკითხს, რომელიც აფხაზეთის თანამედროვე სახელმწიფოდ გახდომას გულისხმობს ეფექტური და თვითკმარი ეკონომიკით. მისივე თქმით, იანვარ-მარტში ურთიერთსავაჭრო ბრუნვა 6,5 %-ით გაიზარდა

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...