მთავარისიახლეებიკონფლიქტებიტურისტები აფხაზეთიდან სოჭში გარბიან

ტურისტები აფხაზეთიდან სოჭში გარბიან

Published on

რუსი ტურ-ოპერატორების ინფორმაციით,  ტურისტების ნაკადი, რომელიც წელს ისედაც არ იყო ძველებურად მაღალ ნიშნულზე,   ბოლო პერიოდში მომხდარი ინცინდენტების შემდეგ მკვეთრად  შემცირდა. სახელდება კლებისს სხვადასხვა მაჩვენებელი -35-50%. ესუდიდესი დარტყმაა სეპარატსტული რესპუბლიკის ეკონომიკაზე, მაგრამ ხელისუფლებას და მედიას ამაზე მეტად რუსების თვალში შერყეული სტუმართმოყვარე ხალხის იმიჯი უფრო აღელვებს.
 
როგორც აფხაზეთში და აფახაზეთისთვის მომუშავე ტურ ოპერატორები აღნიშნავენ, რუსი ტურისტები, რომლებსაც დაჯავშნული ჰქონდათ მათი მომსახურება, მასობრივად ამბობენ უარს  აფხაზეთში ჩასვლაზე და სოჭში მიემართებიან.სოწში გადადიან ისინიც,  ვინც უკვე ჩასული იყო აფხაზეთში .
 
რუსი ტურისტები საუბრობენ იმაზე, რომ ისეთი გახმაურებული  ამბების ფონზე, როგორიცაა რუსი ტურისტის კაბანოვის მკვლელობისა და მისი ოჯახის დაწიოკების საქმე, და მით უფრო სამხედრო შეიარაღების საწყობის აფეთქება, რომელსაც ორი ტურისტი ქალი ემსხვერპლა, ყურადღების მიღმა რჩება ადამიანების გაუჩინარების ფაქტები, ასე მაგალითად, ბზიფის ხეობაში 4 აგვისტოდან   ეძებენ ახლობლები   რუს ტურისტს ანდრეი ლიხაჩოვს,  რომელიც უკვალოდ გაქრა.
 
აფხაზეთЫი დასვენება სიცოცხლისთვის საშიში გახდა   – წერენ რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელებში და მათ,   ვინც იქ გამგზავრებას გემავდა, ურჩევენ შეცვალონ გადაწყვეტილება.
 
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...