მთავარისიახლეებიმსოფლიოტაიფუნი ,,ნორუ'' გასულ კვირას წყნარ ოკეანეში პარტნიორს შეხვდა და ეცეკვა

ტაიფუნი ,,ნორუ” გასულ კვირას წყნარ ოკეანეში პარტნიორს შეხვდა და ეცეკვა

Published on

ტროპიკულმა შტორმმა "ნორუმ" იაპონიის ცენტრალურ რეგიონებს გადაუარა. კუნძულ სიკოკუდან 300 ათასი ადამიანის  ევაკუაცია განხორციელდა, არის დაუდასტურებელი ცნობები ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ.  
ძლიერი ქარისა და წვიმის გამო კ 250-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 
 
იაპონიის ხელისუფლება მეტეოროლოგების ინფორმაციაზე დაყრდნობით რამდენიმე დღეა აფრთხილებდა  მოსახლეობას, რომ ტაიფუნის უმაღლესი  აქტიურობა 7- 8 აგვიტოს იყო მოსალოდნელი და ადგილობრივებსა და დამსვენებლებს ურჩევდნენ, არ გასულიყვნენ პლაჟებზე და განსაკუთრებით გარიდებოდნენ მაშველების თვალს მიფარებულ ადგილებს –  ნორუს მძვინვარების დროს ტალღების სიმაღლე 7-8 მეტრს აღწევს.
 
საბედნიეროდ,  დღეს ცუდი სცენარი არ შედგა, მსხვერპლი და ზარალი არის, მაგრამ არა ისეთი, როგორიც შეიძლება ყოფილიყო.
 
შტორმი რეგიონის თავზე ორი კვირის წინ ჩამოყალიბდა. მისი დაბადება  კოსმოსიდან დაფიქსირდა და მას შემდეგ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა..
 
ნასას ცენტრში ხუმრობენ, რომ  მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ნორუმ უკვე საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა – თანამგზავრიდან მიხებულ ფოტოებზე ჩანს, რომ იგი წყნარ ოკეანეში მეორე ტაიფუნს შეხვდა და ,,ეცეკვა''.
 
ტაიფუნების ცეკვა იშვიათი მოვლენაა და იგი ფუძივარას ეფექტის სახელითაა ცნობილი, დაწყვილების დროს ორი ტაიფუნის მოძრაობა  უზარმაზარი სპინერის ბრუნვას  მიაგავს. 
 
ამაზე უკვე   იაპონიაშიც ხუმრობენ , რადგან საშიშროება, რომელსაც საზოგადოდ  ტაიფუნის ძნელადპროგნოზირებადი ხასიათი ქმნის, გადავლილია – ნორუ ცეკვაში დასუსტდა და ისეთი სიმძლავრით ვერ  შეეხალა იაპონიის ნაპირებს.


 

 

სიახლეები

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...