მთავარისიახლეებისაზოგადოებასასკოლო ჩანთები შემსუბუქდება - ელექტრონული სახელმძღვანელოები და სხვა ცვლილებები, რომელსაც განათლების სამინისტრო...

სასკოლო ჩანთები შემსუბუქდება – ელექტრონული სახელმძღვანელოები და სხვა ცვლილებები, რომელსაც განათლების სამინისტრო გეგმავს

Published on

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბრიდან, I-VI კლასის მოსწავლეები უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებით ისარგებლებენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
 
„ამ მიმართულებითაც ორი მნიშვნელოვანი ცვლილება გვაქვს: პირველი – სახელმძღვანელოები არსებითად გაუმჯობესებული იქნება შინაარსობრივად, ვინაიდან პროგრამები არის განტვირთული, ამასთან შეფასება მოხდება უფრო ბევრი და მრავალფეროვანი კრიტერიუმების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების შეფასებაში პირველად ჩართული იქნება საზოგადოება – ავტორების მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების პროექტები განთავსდება განათლების სამინისტროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელთაც შეეძლებათ, რომ თავისი შენიშვნები, რეკომენდაციები და შეფასებები შემოგვთავაზონ. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს და I-VI კლასის მოსწავლეებს 2018 წლის სექტემბრიდან უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებს შევთავაზებთ”, – განაცხადა ლია გიგაურმა.
 
მისივე განმარტებით, ახალი სახელმძღვანელოების ტექნიკური მახასიათებლებიც გაუმჯობესდება.
 
ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ჩანთის სიმძიმის პრობლემა მომავალში მოსწავლეებს ნაკლებად შეაწუხებთ, რადგან კიდევ ერთი სიახლე სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების შექმნასა და განთავსებას უკავშირდება, როგორც მოსწავლეების ბუკებში, ასევე სამინისტროს ვებგვერდზე.
 
„თითოეულმა მასწავლებელმა ისე უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ჩანაცვლების საშუალება და არ მოუწიოთ ყოველდღე დატვირთული ჩანთით სიარული. ელექტრონული ვერსიები ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად მომზადდება და 2018-2019 სასწავლო წლიდან აიტვირთება”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...