მთავარისიახლეებისაზოგადოებამიმდინარეობს ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები და მანქანის წყლიდან ამოტანის მცდელობა

მიმდინარეობს ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები და მანქანის წყლიდან ამოტანის მცდელობა

Published on

დღეს დილის 6 საათიდან განახლდა უშგულთან,  მდინარე ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები და მანქანის წყლიდან ამოტანის მცდელობა .

შემთხვევა გუშინ კალა-უშგულის გზაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც დაკარგულად ითვლება, ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.
 
მაშველები აზყსტებენ, რომ ს თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე ყველაზე სწრაფია, რაც სამუშაოებს ართულებს.
 
მაშველები არ ადასტურებენ  გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მანქანა წყლიდან ამოტანილია, ,,ჩვენ უბრალოდ მივედით მანქანასთან და ვნახეთ, რომ იგი ცარიელი იყო, თავად მანქანის ამოღება კი სპეცტექნიკის გარეშე შეუძლებელია . სპეცტექნიკას უახლოეს დროში ველოდებით, მანამდე მყვინთავები ცხედარს ეძებენ, თუმცა სწრაფი და მძლავრი  დინება ართულებს ამას. პარალელურად დაიწყება სპეციალური ხიდის მშენებლობა , რაც მაშველებს მდინარეში ჩავარდნილი ავტომობილის წყლიდან ამოღების საშუალებას მისცემს.
 
შემთხვევა გუშინ კალა-უშგულის გზაზე მოხდა. მძღოლი, რომელიც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება, ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მისი ცხედარი ენგურმა გაიტაცა. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...