მთავარისიახლეებიპოლიტიკალალი ანთია: „ე.წ მილების საქმეზე“ ფაქტებით ერთ კვირაში ვისაუბრებ“

ლალი ანთია: „ე.წ მილების საქმეზე“ ფაქტებით ერთ კვირაში ვისაუბრებ“

Published on

მოძრაობა „ქალები მშვიდობისთვის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა  ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს მედიისთვის ბრიფინგი გამართა. ლალი ანთიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მისი და მისი შვილის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის, გურგენ სართანიას წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციას გეგმავენ. ანთიას განცხადებით, გურგენ სართანია აპირებს მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და სოფელ ოდიშის მაჟორიტარი დეპუტატი გახდეს. მოძრაობა „ქალები მშვიდობისთვის“ ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ამის გამო მიმდინარეობს სხვადასხვა საშუალებით მისი კვლავ დამნაშავედ წარმოჩენა და ამის გამო ე.წ „მილების თემის“ წამოწევა. 
 
მოძრაობა „ქალები მშვიდობისთვის“ ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მომავალი კვირის ორშაბათს ის კვლავ ბრიფინგს გამართავს, სადაც მედიის წარმომადგენლებს კონკრეტული ფაქტების შესახებ მოუთხრობს.
 
ლალი ანთიას მიერ გამოთქმული ბრალდებების პასუხად ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. უწყების პრესსამახურის განცხადებით, „ლალი ანთიას განცხადებაზე, რომელსაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს და მხოლოდ მისი ოჯახის წევრის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება, კომენტარს არ ვაკეთებთ.“ 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...