დღეს, გამთენიისას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განმუხურიდან კიდევ 6 პაციენტი გადაიყვანეს

0
407
დღეს გამთენიისას  ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში  განმუხურიდან სხვადასხვა სიმპტომებით გადაიყვანეს კიდევ   6 პაციენტი,  რომელთაგან სამს    ტოქსიკური ეფექტი აღენიშნება. ერთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხვებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. რაც შეეხება დანარჩენ სამს,  მათ ექიმების ნებართვით უკვე დატოვეს საავადმყოფო.  
ჯერჯერობით დაუზუსტებელია,  რომელ ნივთიერებაზეა საუბარი. ამის შესახებ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.
საავადმყოფოში სხვა კომენტარს არ აკეთებენ.
წინა სტატიახობის მონასტერში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს
შემდეგი სტატიატურისტები აფხაზეთიდან სოჭში გარბიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური