7-8 აგვისტოს სიცხე 40 გრადუსს მიაღწევს

0
1228
8 და 9 აგვისტოს    მიმდინარე ზაფხულში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.
40 გრადუსამდე სიცხეს სინოპტიკოსები ხვალ დასავლეთ საქართველოში, მათ შორის მაღალმთიან რაიონებში ელოდებიან, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი – 35 გრადუსს.
 
პროფკავშირები, ტემპერატურის მატების გამო, უქმე დღის გამოცხადებას, სათანადო სამუშაო პირობების შექმნას ან სამსახურებრივი საათების დროებით შემცირებას ითხოვენ.
ორგანიზაციის წევრები ღია ცის ქვეშ მომუშავეთა გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.
 
მაღალი სიცხის გამო, ჯანდაცვის სამინსიტრომ საგანგებო რეკომენდაციები შეიმუშავა.
,,თუ პირი ძლიერი სიცხის შედეგად  თავს შეუძლოდ იგრძნობს და ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას და გაიზომოს სხულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
იმ შემთხვევაში კი, თუ აღენიშნებათ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. 
„თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება“, – აცხადებენ ცენტრში.
 
 თუ ადამიანს კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, აქვს კრუნჩხვები ან გონება დაკარგა, საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება ან ოჯახის ექიმთან დაკავშირება. 
 
„სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. 
 
მათივე ინფორმაციით, დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C, ხოლო ღამით კი 24C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ''-  გვაფრთხილებს ჯანდაცვის სამინისტრო. 

წინა სტატიამალგოჟატა გოშევსკა: პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს ასეთი პოლიტიკოსი
შემდეგი სტატიათბილისი – სენაკის ცენტრალური მაგისტრალის სამტრედიის მონაკვეთზე, საჯავახოსთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური