მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთის მალთეფეს ციხეში მეხუთე დღეა 150 ქართველი პატიმარი შიმშილობს

თურქეთის მალთეფეს ციხეში მეხუთე დღეა 150 ქართველი პატიმარი შიმშილობს

Published on

საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მალთეფეს ციხეში მოშიმშილე ქართველ პატიმრებზე განცხადებას ავრცელებს:
 
"სტამბოლის საქართველოს გენერალურ საკონსულოში შევიდა პატიმრების მშობლების შეტყობინება. საკონსულო დაუკავშირდა სტამბოლის პროკურატურას და სასჯელაღსრულების დაწესებულებას. უწყებებმა ფაქტი დაადასტურეს. პატიმრების განმარტებით, შიმშილობის დაწყების ერთადერთი მიზეზი ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრის მოთხოვნაა.
საკონსულოს სისტემატური კავშირი აქვს პატიმრებთან. მათი მხრიდან არასდროს გამოთქმულა მსგავსი სურვილი.
გენერალური საკონსულო სისტემატურად აწვდის პატიმრებს საეკლესიო ნივთებს (სანთლები, ხატები, ლოცვანი და ა. შ.). პატიმრებს აქვთ სალოცავი კუთხე. ციხის ადმინისტრაცია მათ პრობლემას არ უქმნის.
პატიმრების მონახულების მოთხოვნით გაიგზავნა წერილი სტამბოლის პროკურატურაში. ნებართვის მიღების შემდეგ შედგება შეხვედრა. საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 
 
გუშინ  მოშიმშილე პატიმრების ოჯახის წევრებმა მედიასთან მსჯავრდებულებისადმი სასტიკ მოპყრობაზე ისაუბრეს და  დიპლომატიურ წარმომადგენლები უყურადღებობაში დააადანაშაულეს 
მათი განცხადებით, ქართველი პატიმრების კანონიერ მოთხოვნებს ყურადღებას არავინ  აქცევს.
„მეოთხე დღეა, რაც შიმშილობენ და 2 დღეა, საჭმელი აღარც შეაქვთ. 150 პატიმარი შიმშილობს და ყველა ქართველია. საჭმელი, სალოცავი კუთხე უნდათ და უხეში მოპყრობა კიდევ. საელჩოში ოფიციალურად შევიტანეთ განცხადება და დარეკვითაც, მაგრამ არაფერი, არვინ არ შედის,“ – აცხადებდა გუშინ ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე, ირმა ყეინიშვილი.
 

სიახლეები

სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი “პიზა” და მისი თანმხლები 4 პირი დაჭრეს – დეტალები [video]

ნაშუადღევს სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ სოხუმში, გუმის ქუჩაზე. უცნობი პირები სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღიდან...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქული სატვირთო ბორტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი...

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...