მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საბარგულში ვიღაც იჯდა... '' - პოროშენკოს შიშები სააკაშვილისა და მთელი...

,,საბარგულში ვიღაც იჯდა… ” – პოროშენკოს შიშები სააკაშვილისა და მთელი ქვეყნის დაცინვის საგნად იქცა

Published on

„მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ განაცხადებს უკრაინაში დაბრუნების თარიღს“ – უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და „მიხეილ სააკაშვილის ახალი ძალების მოძრაობის“ წევრი იური დერევიანკო შეშინებული ხელისუფლების დამშვიდებას ცდილობს.
,,წუხელ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე რეიდი ჩაატარა იმ ვარაუდით, რომ სააკაშვილი უკრაინაში ბრუნდება.  ეს მოხდა პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის უშუალო დავალებით“ „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე“წუხელ ჩემი მანქანა ზედმიწევნით გაჩხრიკეს. საბარგულში სააკაშვილს ეძებდნენ. ეს კომედია იმის მიზეზი გახდა, რომ მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა“ – წერს იგი თავი პირად ფეისბუქგვერდზე. 
 
,,გუშინ, მას შემდეგ, რაც ჩვენი დეპუტატების ჯგუფი, რომელიც ჩემთან ერთად მონაწილეობდა პოლონეთის სეიმის დეპუტატებთან შეხვედრაში, ავტომანქანით გაემართა უკრაინისკენ აუკრაინაა და პოლონეთს შორის საზღვრის მთელ პერიმეტრზე განგაში ატყდა  და გამოცხადდა გეგმა ,,პერეხვატი'', რომელსაც კარგად ვიცნობ ჯერ კიდევ საბჭოთა წლებიდან, როცა ამ საზღვარზე ვმსახურობდი -ადამიანებს ჩვეულებრივზე დიდხანს ალოდინებდნენ  და ყველა საბარგულს აღებინებდნენ. რასაკვირველია მე! – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ნახევრადხუმრობით და და დასძებს, რომ გუშინ რადაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებასითვალისწინებს.
 
 თავის პოსტს იგი ურთავს სასაზღვრო წინაღობის ფოტოს მინაწერით ,,ასე ემზადებიან ჩემი ჩასვლისთვის…',
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...