მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილს რუს ოლიგარქს არავინ გადასცემს, შოთაძის უწყების მოთხოვნა კი უბრალოდ...

სააკაშვილს რუს ოლიგარქს არავინ გადასცემს, შოთაძის უწყების მოთხოვნა კი უბრალოდ კიდევ ერთხელ დააზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს – ზაზა ბიბილაშვილი

Published on

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა. ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ სამართლებრივი პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ვარშავაშია და ოფიციალურ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.
 
“მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და ამ დროისთვის დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა,“ – განაცხადა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი გრძელიშვილმა.
 
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ზაზა ბიბილაშვილის თქმით,  პროკურატურის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ დააზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს.
 
“დღესავით ნათელია, რომ არანაირი ექსტრადირება არ მოხდება, უბრალოდ საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ შეარცხვენს საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ეს არაერთხელ გააკეთა უკრაინის შემთხვევაში, აზერბაიჯანის შემთხვევაში, ინტერპოლის შემთხვევაში, თურქეთის შემთხვევაში. ცხადია სააკაშვილს არავინ არ გადასცემს რუს ოლიგარქს, უბრალოდ ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი კიდევ ერთხელ,“ – განაცხადა ბიბილაშვილმა.

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...