მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: პოლონეთში ყოფნა უფრო სწორია უკრაინასთან მიმართებაში, ვიდრე აშშ-ში კომფორტულ პირობებში...

მიხეილ სააკაშვილი: პოლონეთში ყოფნა უფრო სწორია უკრაინასთან მიმართებაში, ვიდრე აშშ-ში კომფორტულ პირობებში დარჩენა.

Published on

პოლონეთში ყოფნა უფრო სწორია უკრაინასთან მიმართებაში, ვიდრე აშშ-ში კომფორტულ პირობებში დარჩენა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა FACE2FACE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
 
„მე ახლა მეგობრულ პოლონეთში ვიმყოფები. მე აქ  დამპატიჟეს რამდენიმე ღონისძიებაზე, რომელიც ვარშავის აჯანყებას უკავშირდება, პოლონეთის ისტორიის გმირულ ეპიზოდს“, – აღნიშნა სააკაშვილმა. 
 
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს,  აშშ-დან პოლონეთში გამგზავრების პრობლემა არ ჰქონია. 
 
,,ვარშავაში ვარ, პოლონეთის სეიმის დეპუტატებთან ერთად ვარშავის აჯანყების 73-ე წლისთავი აღვნიშნეთ,  შეხვედრაზე  უკრაინის თემის საბჭოს მიმართვაც გადმომცეს. წერს მიხეილ სააკაშვილი პირად ფეისბუქგვერდზე .
 
პოლონეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტით იმყოფება. 
 
 
 
.
 
 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...