მთავარისიახლეებისაზოგადოებალვოვში ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტმა 76 პაციენტი მძევლად აიყვანა

ლვოვში ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტმა 76 პაციენტი მძევლად აიყვანა

Published on

ათი პაციენტი და ხუთი პოლიციელი დაშავდა ლვოვის  ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობაში მძევლების განთავისუფლებისათვის   ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. – გუშინ  საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა საავადმყოფოს 76 პაციენტი მძევლად აიყვანა.
 
პოლიციის განცხადებით, მძევლად ამყვანი 30 წლის კაცია, იგი 4 აგვისტოს, დილით  დააბრუნეს ნათესავებმა ერთთვიანი პაუზის  შემდეგ – მანამდე, ბოლო ოთხი  წლის მანძილზე იგი ამავე  საავადმყოფოში  გადიოდა  იძულებით მკურნალობას მას შემდეგ, რაც დანით აჩეხა საკუთარი მამა (გარდაცვლილს 72 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული).  
 
 
საღამოს ჩვიდმეტი საათისთვის პაციენტს არაადექვატური ქცევები შენიშნეს, მაგრამ, სანამ ექიმები სათანადო ზომების მიღებას მოასწრებდნენ, მან  სხვა პაციენტები შენობის ერთ მხარეს  შერეკა, კარები შიგნიდან გადაკეტა და მძევლებს   დანით დაერია. 
 
შენობასთან შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ შიგნიდან განწირული ყვირილი და მსხვრევის ხმა გამოდიოდა, რის შემდეგაც  პოლიციამ შტურმით აღების გადაწყვეტილება მიიღო. 
 
პოლიციამ ბოროტმოქმედის განეიტრალება მოახერხა და მძევლები გაათავისუფლა. შტურმისას ხუთი პოლიციელი დაშავდა.
შენობაში  შტურმის სემდეგ შესულ ჟურნალისტებს საშინელი სურათი დახვდათ. მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო და ფოტოკადრებში ჩანან
დაჩეხილი ადამიანები, ირგვლივ სისხლის გუბეებია…
 
 
როგორც  გაირკვა, დაჭრილია  ათი  ადამიანი ,  აქედან სამი – განსაკუთრებით მძიმე  მდგომარეობაშია,  ერთს ყელი აქვს გამოჭრილი,  დანარჩენ ორს ღრმა ჭრილობები აქვს მიყენებული ზურგზე და ხელებში. 
 

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...