მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოკის მოსახლეობა თხილის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

კოკის მოსახლეობა თხილის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის მოსახლეობა ხელისუფლებისგან სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც აზიური ფაროსანასგან მიყენებულ თხილის ზარალს შეისწავლის და დაითვლის. ამ მოთხოვნით ისინი დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ. მოსახლეობის თქმით, მათი ძირითადი შემოსავლის წყარო თხილია, რომელიც წელს მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, ხელისუფლებამ კი გეგმიური შეწამვლის პროცესის დაწყება დააგვიანა. შეკრებილების განცხადებით, ასევე განადგურებულია სიმინდის ფართობი. ადგილობრივების თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას საკრედიტო ვალდებულებები აქვს, რომლის გადახდას ისინი სავარაუდოდ ვერ შეძლებენ.
 
სოფლის ცენტრში შეკრებილების განცხადებით, ისინი აპირებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მოაწყონ. მათივე განცხადებით, ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა ახსენდებოდეს.
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მამუკა წოწერიას თქმით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებების დაწყება კლიმატური პირობების გამო შეფერხდა. მისივე თქმით, ამჟამად თხილის ახალი დაავადების კვლევა და მის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. 
 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...