მთავარისიახლეებიმსოფლიოაგვისტოს ცის საშიში მშვენიერება: სისხლიანი მთვარის ღამე, ვარსკვლავების წვიმა და მზის დაბნელება

აგვისტოს ცის საშიში მშვენიერება: სისხლიანი მთვარის ღამე, ვარსკვლავების წვიმა და მზის დაბნელება

Published on

7 აგვისტოს მთვარე დედამიწის ჩრდილში შედის და  მისი დისკოს ერთ მეოთხედი დაიფარება.
 ეს თბილისის დროით 22:20 საათზე მოხდება და 1 საათსა და 55 წუთს გაგრძელდება.
მთვარის ამ მდგომარეობას ,,სისხლიან მთვარეს'' უწოდებენ, რადგან, როცა იგი  დედამიწის ჩრდილში შედის, მუქ მოწითალო შეფერილობს იძენს.
მთვარის მომდევნო დაბნელება 2018 წლის 31 იანვრამდე არ მოხდება. 
 
 
12-13 აგვისტოს ღამით წლის ულამაზესი ვარსკვლავთცვენა გველოდება. ამ ღამეს  პერსეიდას მეტეორიტული ნაკადის აქტივობა მაქსიმუმს მიაღწევს და დედამიწიდან ხილულ ცაზე  საათში 100 მეტეორი გაიფანტება – იუწყება   საერთაშორისო მეტეორული ორგანიზაცია. 
წელს ეს მოვლენა ხდება, როცა დედამიწა კომეტა სვიფტ-თუთლის  მტვრის ნაწლაკების შლეიფში გადის,  ვარსკვლავთცვენა იკვედაწყებულია, მაგრამ პიკს სწორედ 12 აგვისტოს მიაღწევს . ,,ვარსკვლავების წვიმის დანახვა დედამიწის ყოველი კუთხიდან არის შესაძლებელი ტელესკოპის გარეშეც.
 
 
 
21 აგვისტოს მოხდება მზის სრული დაბნელება, რომელსაც დიდ ამერიკულ დაბნელებას უწოდებენ იმის გამო, რომ დაბნელების სრული ფაზის ხილვა  მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკიდან არის შესაძლებელი. 

 

.



 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...