მთავარისიახლეებისაზოგადოება,,თუ მშობელს არ ესმის, რომ მისი შვილი უნდა იყოს აცრილი, საზოგადოებამ თავი...

,,თუ მშობელს არ ესმის, რომ მისი შვილი უნდა იყოს აცრილი, საზოგადოებამ თავი უნდა დაიცვას ასეთი მშობლისგან”. – საქართველოში შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

Published on

საქართველოში შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. – ინფორმაციას ამის შესახებ  ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ იმუნიზაციის საკითხს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კანონმდებლობა აწესრიგებს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში აუცრელი ბავშვი სკოლაში არ დაიშვება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, აუცრელი ბავშვის მშობელი დაახლოებით 2500 ევროთი ჯარიმდება.
 
” როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, საქართველოშიც უნდა იყოს საკანონმდებლო მექანიზმი. მშობელს თუ არ ესმის, რომ მისი შვილი უნდა იყოს აცრილი, საზოგადოებამ თავი უნდა დაიცვას ასეთი მშობლისგან. კონფლიქტი ხდება ერთი მხრივ, ადამიანის უფლებასა და მეორე მხრივ, საზოგადოების უფლებას შორის. ასეთ შემთხვევაში, ყველა ქვეყანაში, მათ შორის ძალიან დემოკრატიულშიც, უპირატესობა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ენიჭება. ის, რომ ბავშვი არის აცრილი, ეს არის არა მარტო ამ ბავშვის ინდივიდუალური დაცვა, არამედ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს არის საზოგადოების დაცვაც ინფექციებისაგან”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
 
მისივე განმარტებით, საუბარი იქნება აცრებზე, რომლებიც იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით არის გათვალისწინებული და რომელსაც დღემდე მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. 
 
პაატა იმნაძე ვერ აკონკრეტებს როდიდან შეიძლება საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ევროპული კანონმდებლობის გაცნობა მიმდინარეობს. შესაბამისი ინიციატივის განხორციელებას მხარს უჭერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი. მოწინააღმდეგეთა შორის კი, იურისტები არიან, რომლებიც მათ მოსაზრებას ადამიანის უფლებების დაცვის ფაქტორით ხსნიან.
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...