მთავარისიახლეებისაზოგადოება„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება

Published on

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება, -ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. „ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1 სექტემბერს გაიმართება.
„საქართველოს ლატარიის კომპანია,“ ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდეგ, საქმიანობას შეწყვეტს.
 
„ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 2017 წლის პირველ სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი,”-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
ლოტო 6/36-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა პირველ სექტემბრის საღამოს შეწყდება.
 
„საქართველოს ლატარიის კომპანია“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა და ამ დრომდე საქართველოში ლატარიის გამართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. „ლატარიის კომპანიის“ 70%-იან წილს სახელმწიფო ფლობს, 30% კი ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ლექსორ კაპიტალ კორპორეიშენს“ ეკუთვნის.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...