მთავარისიახლეებიპოლიტიკანატოს გენერალურმა მდივანმა დაგმო საერთაშორისო ძალებზე თავდასხმა ავღანეთში

ნატოს გენერალურმა მდივანმა დაგმო საერთაშორისო ძალებზე თავდასხმა ავღანეთში

Published on

ავღანეთის ყანდაღარის პროვინციაში საერთაშორისო ძალებზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2 აგვისტოს გავრცელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ნატოს სამხედრო კოლონის მახლობლად ააფეთქა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ასევე 2 ამერიკელი ჯარისკაცი. არიან დაშავებულები. მომხდარი დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
 
ნატოს სამხედრო კოლონაზე თავდასხმა მოხდა ქაბულშიც, რომელიც ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად საერთაშორისო კოალიციის წევრი ერთი ჯარისკაცი და სულ მცირე 3 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 5 ადამიანი დაშავდა.
 
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება თვლის, რომ ტერაქტები თალიბანმა განახორციელა.

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...