ნატო-ს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გამო სამძიმარს უცხადებს

0
452
„დღეს ჩვენი ლოცვებით 900 ქართველ ჯარისკაცთან ვართ, რომლებიც დაღუპულ მეგობარს გლოვობენ. საქართველოს წვლილი ჩვენს მისიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენთვის დიდი პატივია ამ ურთულეს ჟამს მათ გვერდით დგომა“, – განაცხადა ავღანეთში ნატო-ს მისიის  ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა. 
 
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა. 
 
მომხდარი თავდასხმისას ასევე დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.
 
წინა სტატიარას ყვებიან გუდაუთაში რუსეთის იარაღის საწყობის აფეთქების შედეგად დაშავებულები და თვითმხილველები
შემდეგი სტატია8 აგვისტოს ,,ცოცხალი ჯაჭვის” ერთერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ტელე-რადიო კომპანია ,,ოდიშის” მხარდაჭერას ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური