მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა და ვარშავის აჯანყების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით...

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა და ვარშავის აჯანყების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა – იუწყებაპოლონეთისა და რუსეთის მედია

Published on

,,დღეს  საქართველოს მესამე პრეზიდენტი , მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა და ვარშავის აჯანყების 73-ე წლისთავის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.'' – ინფორმაცია ამის შესახებ პოლონეთისა და რუსეთის სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება. 
მიხეილ სააკაშვილის  გამოსვლა საზეიმო ცერემონიალზე  პირდაპირ იყო ტრანსლირებული პოლონეთის ტელეარხზე Telewizja Republika.
 
,,სააკაშვილმა თავისი გამოსვლა პოლონურ ენაზე დაიწყო და ინგლისურ ენაზე გააგრძელა – ნათქვამია ტელეარხის საინფორმაციო გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში – თავის სიტყვაში პოლიტიოკოსი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობას  და ამავე დროს ისაუბრა უკრაინაზეც. '' ნათქვამია telewizjarepublika.- ს ინფორმაციაში, რომელსაც  სააგენტო ТАСС ციტირებს. 
 
ინფორმაციას მიხეილ საკაშვილის ვიზიტზე TACC აქვეყნებს Международная панорама- ს 4 აგვისტოს 14 საათის გამოშვებაში აქვეყნებს  . 
,,უცნობია, რა დოკუმეტებით ჩავიდა მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში და იმყოფება თუ არა იგი ქვეყნის ტერიტორიაზე.   პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სასახურში ამ კითხვებზე პასუხს არ იძლევიან  მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურს სააკაშვილის ვიზიტზე პოლონეთში კომენტარები ამ დროისათვის არ გაუკეთებია''- ნათქვამია ტასის ინფორმაციაში.
 
შეგახსენებთ, ვარშავის აჯანყება ჰიტლერელი ოკუპანტების წინაღმდეგ 1944 წლის 1 აგვისტოს დაიწყო , გერმანიის ჯარებმა ამბოხების ჩახშობა ოქტომბრამდე ვერ შეძლეს.  აჯანყების დროს სავარაუდოდ დაიღუპა 17 ათასზე მეტი პოლონელი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. ვარსავის აჯანყების შემდეგ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციებში ოკუპანტებმა მა 150 ათასიდან 200 ათაასმდე მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს.   
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...