მთავარისიახლეებიმსოფლიოდუბაის ჩირაღდანს , მსოფლიოს ერთ-ერთ უმაღლეს ცათამბჯენს, გამთენიისას ცეცხლი გაუჩნდა

დუბაის ჩირაღდანს , მსოფლიოს ერთ-ერთ უმაღლეს ცათამბჯენს, გამთენიისას ცეცხლი გაუჩნდა

Published on

 დუბაიში  მსოფლიოს ერთ-ერთ უმაღლეს ცათამბჯენს, 79 სართულიან Torch Tower-ს გამთენიისას გაუჩნდა.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურების ცნობით, შენობიდან ხალხის ევაკუაცია დროულად მოხდა.  ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება 
 
როგორც დუბაის მედია იუწყება, ხანძარი მეცხრე სართულზე გაჩნდა და   უმაღლეს სართულს მიაღწია. ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ცეცხლის ალში გახვეული  ე.წ ,,დუბაის ჩირაღდანი''  ჩანს
 
გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს. მსგავსი შემთხვევა დუბაიში 2 წლის წინაც მოხდა – ხანძრის მიზეზი ჩაუმქრალი სიგარეტი აღმოჩნდა.  მაშინ Torch Tower-დან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
 
 2011 წელს, გახსნის მომენტში და კიდევ რამდენიმეწლის მანძილზე    348 მეტრიანი The Torch – ი მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენს წარმოადგენდა, დღეს იგი სიმაღლით მეხუთეა, მაგრამ ინარჩუნებს მსოფლიოს ულამაზესი ცათამბჯენის ტიტულს.
The Torch დგას დუბაის ერთერთ ყველაზე ელიტარულ რაიონში, სადაც ძირითადად უცხოელები ცხოვრობენ. 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...