მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ნარმანიას მერია "ნაციონალური მოძრაობის" დაბარებულზე არ დადის'' - ,,ვირიშვილი-მაიმუნის''...

დავით ნარმანიას მერია “ნაციონალური მოძრაობის” დაბარებულზე არ დადის” – ,,ვირიშვილი-მაიმუნის” სტილი დაცულია

Published on

მერის მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი არ მივიდნენ საკრებულოში, ვინაიდან იქ იქნებოდა მორიგი პოლიტიკური შოუ და არ გვინდა მათი პოლიტიკური შოუს ნაწილი ვიყოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
 
მისივე თქმით, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მორიგი ტყუილი შეთხზა, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. 
 
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და არ მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დაბარებულზე მერის მოადგილე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საკრებულოში. ვინაიდან, იქ იქნებოდა მორიგი პოლიტიკური შოუ, არ გვინდა ვიყოთ მათი პოლიტიკური შოუს მონაწილეები. ჩვენ, 600 თანამშრომელი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებამ დაგვავალდებულა მოგვეხსნა შტატიდან და გადაგვეყვანა შტატგარეშე მოსამსახურეებად, აბსოლუტურად კანონის დაცვით გადავნიშნეთ ისე, რომ არც დასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილა, არც შრომის ანაზღაურების მოცულობა. ამიტომ ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია რატომ უნდა მისულიყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" დაძახილზე ჩემი მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი საკრებულოში", – განაცხადა ნარმანიამ.
 
დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე გუშინ თბილისის მერიის წარმომადგენლები არ გამოცხადნენ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს საკრებულოში მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ჰყავდათ დაბარებული.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....