მთავარისიახლეებიმსოფლიოდააკავეს ბრიტანელი პროგრამისტი, რომელმაც მსოფლიო კომპიუტერული ვირუსის WannaCry-ს საფრთხისგან...

დააკავეს ბრიტანელი პროგრამისტი, რომელმაც მსოფლიო კომპიუტერული ვირუსის WannaCry-ს საფრთხისგან იხსნა

Published on

Reuters-ის ცნობით,  ამერიკელმა სამართალდამცველებმა დააკავეს ბრიტანელი პროგრამისტი , რომელმაც შემთხვევით მსოფლიო კომპიუტერული   ვირუსის WannaCry-ს საფრთხისგან იხსნა.
22 წლის მარკუს ჰატჩინსი  დააკავეს ლას-ვეგასში მას შემდეგ, რაც , მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ  ,,ათასი ჰაკერთან'' ერთად მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ კიბერუსაფრთხოების  კონფერენციაში Def Con .
 
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ჰატჩინსის საქმე WannaCry-ს შეტევას არ უკავშირდება. – ამჯერად მას ბრალს  უყენებენ შეთქმულებაში დამაზიანებელი პროგრამის,  Kronos-ის რეკლამირებისა და გაყიდვის მიზნით. ვირუსი კრონოსი შემუშავებულია 2014-2015 წლებში,    საბანკო მონაცემებში შეღწევისა და მოპარვის მიზნით და   სპეციალიზებულ ფორუმებზე 7 ათას დოლარად იყიდება. 
 
 რაც შეეხება მის დამსახურებას  WannaCry- ვირუსის შეჩერებაში, ჰაკერმა ეს ,,მარტივად'' შეძლო თავისი მშობლების სახლიდან, საძინებელი ოთახიდან გაუსვლელად,  კომპიუტერთან მჯდარმა. მას სულ რაღაც სამი საათი დასჭირდა  იმისათვის, რომ ათობით ქვეყნის კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები ეხსნა ამ გამომძალველი ვირუსისაგან, რომელსაც დიდი ხნის მანზილზე ვერაფერი მოუხერხეს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლმა საერტაშორისო სამართალდამცავმა სტრუქტურებმა .
 
მარკუს ჰატჩინს მკაცრი სასჯელი ემუქრება. სხვათაშორის  3 აგვისტოს, როცა იგი დააკავეს, კიბერთაღლითობისტვის დაკავებულ რუს ჰაკერს ველიკონოვგოროდელ მაქსიმ სემახს სასამართლო გადაწყვეტილებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 46 თვით.  
 
 
 
 
 
 
 

 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...