მთავარისიახლეებისაზოგადოებააგვისტოს ცხელი დღეები. რამდენად არის დაცული სასურსათო პროდუქტების შენახვის წესები ზუგდიდის ბაზარში?

აგვისტოს ცხელი დღეები. რამდენად არის დაცული სასურსათო პროდუქტების შენახვის წესები ზუგდიდის ბაზარში?

Published on

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით ორი კვირაა მაღალ ნიშნულზეა.  ტემპერატურის მატების ფონზე მწვავედ დგას მალფუჭებადი პროდუქტების  სათანადოდ შენახვისა და  დაცულობის  საკითხი როგორც ყველგან, ისე ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტშიც.
როგორც ადგილზე გაირკვა, სასურსათო პროდუქტები ბაზარში ძირითადად დახლებიდან იყიდება, მაცივრის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება სურსათის უვნებლობის დადგენილ  ნორმებსა და სტანდარტებს.
 
მოვაჭრეების განმარტებით, ბაზარში მომხარებლების რაოდენობა შემცირებულია, ამიტომაც იძულებული არიან, გასაყიდი საქონელი მომხარებლისთვის უფრო თვალსაჩინო ადგილას განათავსონ.
,, მომხმარებლის რაოდენობა ისედაც შემცირებულია, არავინ არაფერს  ყიდულობს  სანამ ხელით არ მოსინჯავენ, თორემ მაცივარშიც მაქვს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მაცივრის გარეშე, მაგრამ “.,
,,ზემოდან  დაიწყონ მოწესრიგება და მერე ჩვენც მოვწესრიგდებით, ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებით არის დაკავებული და ჩვენ, დაბალ ფენას გვავიწროვებს“ – აცხადებენ მოვაჭრეები.
 
 
ბაზარში მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის წესების დარღვევის გარდა, მომხმარებლებმაც  და იქ  მომუშავეებმაც პრეტენზიები ბაზარში არსებულ ანტისანიტარიასა და უპატრონო ძაღლების მომრავლებაზე გამოთქვეს.
 
 ,,სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თორემ  ამ პერიოდში ნამდვილად არ არის შესაძენი პროდუქცია, რომელიც მაცივრის გარეშე იყიდება, ის ვერ   იქნება ვარგისიანი“- აცხადებს ერთ-ერთი მომხმარებელი.
 
როგორც სურსათის ევროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ადგილებზე, მათ შორის ზუგდიდშიც  არ ჰყავთ იმდენი ჯგუფი, რომ ბაზარში ყოველდღიური მონიტორინგი განახორციელონ    და არსებული მდგომარეობა გააკონტროლონ.

სინოპტიკოსების პროგნოზით,   ტემპერატურის დაწევა აგვისტოს ბოლომდე არ არის მოსალოდნელი.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...