მთავარისიახლეებისაზოგადოება8 აგვისტოს ,,ცოცხალი ჯაჭვის'' ერთერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ტელე-რადიო კომპანია...

8 აგვისტოს ,,ცოცხალი ჯაჭვის” ერთერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ტელე-რადიო კომპანია ,,ოდიშის” მხარდაჭერას ეხმაურება

Published on

სამოქალაქო  მისიის ,,არა ოკუპაციას!'' ერთერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ტელერადიოკომპანია ,,ოდიშის'' მხარდაჭერას ეხმაურება .
 
,,1994 წლის მარტში, გალის რაიონში ეთნიკური წმენდის დროს, როცა რუსი „მშვიდობისმყოფელების" წაყრუებით ბოევიკებმა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, გალის რაიონში კამერით გადავიპარე.
 
მშვიდობით დავბრუნდი და საშინელი კადრები გადავიღე: ჩავწერე სკალპახდილი ქართველი, ნაწამები ცხედრები, წამების ადგილზე სისხლის კვალი… მაშინ „ოდიშში" ვმუშაობდი და მახსოვს, სანამ ორსანტიიდან ოტობაიაში გადავიდოდით, მასპინძელს „ოდიში" ჰქონდა ჩართული, როცა ოთახში მარტო დავიგულე თავი, რაღაცნაირად, გული ამიჩუყდა, ტელევიზორთან ჩავიმუხლე და „ოდიშის" ლოგოს ვაკოცე: 22 წლისაც არ ვიყავი…
 
დღეს ჩემი მშობლიური „ოდიში" აი, ასე ხვდება „ქრონიკა პლუსის" ინიციატივას, ენგურის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვის გავლების შესახებ…
 
გუნდი ჩვენს აქციას უერთდება.- წერს ლაშა ბერულავა თავის ფეისბუქგვერდზე. 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...