მთავარისიახლეებისაზოგადოება700 ცალი მობილური ტელეფონი და 500 ცალი მაჯის საათი - სარფის...

700 ცალი მობილური ტელეფონი და 500 ცალი მაჯის საათი – სარფის საბაჟოზე კონტრაბანდული საქონლის გადმოპარების მცდელობა აღკვეთილია

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 
 
, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო-გამშვები პუნქტ სარფის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, ცდილობდა გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონელი. ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან ამოღებულია 700 ცალი მობილური ტელეფონი და 500 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება ჯამში 19 800 ლარს შეადგენს.
 
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.
 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...