მთავარისიახლეებიეკონომიკაშამგონა და სენაკის მუნიციპალიტეტის 9 სოფელი იმ 74 სოფლის რიცხვშია, სადაც...

შამგონა და სენაკის მუნიციპალიტეტის 9 სოფელი იმ 74 სოფლის რიცხვშია, სადაც გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მლნ ლარი გამოეყოფა.

Published on

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი შამგონაში და  სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: შუა ნოსირში, თეკლათში, საგვარამიოში, ახალსოფელის და ნოსირში, ასევე  გეჯეთაში, ძველი სენაკში,  ზედა სორტას და ქვედა სორტაში და საქართველოს  კიდევ 15 მუნიციპალიტეტის სოფლებში ( ჯამში – 74) მცხოვრები ოჯახების გაზიფიცირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მლნ ლარი გამოიყოფა.
 
დღეს გამართულ საქართველოს მთავრობის სხდომაზე  მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც, 55 სოფელში განხორციელდება გაზიფიცირებისთვის საჭირო სრული სამუშაოები, ხოლო 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.. 
ამ , სამუშაოების შედეგად საქართველოში დამატებით 17,833 ოჯახი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი აირით.
სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.
 
,,2013-2017 წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასზე მეტი აბონენტი. ასევე, 2014-2015 წლებში ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი. გაზიფიცირების სამუშაოებზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 253 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...