მთავარისიახლეებიმსოფლიოსენატორი მაკკეინი: "შეერთებული შტატები პასუხს აგებინებს ყველას დესტაბილიზაციური და აგრესიული ქმედებების გამო,...

სენატორი მაკკეინი: “შეერთებული შტატები პასუხს აგებინებს ყველას დესტაბილიზაციური და აგრესიული ქმედებების გამო, თუკი ეს საფრთხეს ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების ეროვნულ ინტერესებს შეუქმნის

Published on

"შეერთებული შტატები პასუხს აგებინებს ყველას დესტაბილიზაციური და აგრესიული ქმედებების გამო, თუკი ეს საფრთხეს ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების ეროვნულ ინტერესებს შეუქმნის"- დონალდ ტრამპის მიერ კანონპროექტზე ხელმოწერას სენატორი ჯონ მაკკეინი ეხმიანება.
 
სენატორის თქმით, ვლადიმირ პუტინმა და მისმა რეჟიმმა ამერიკის დემოკრატიაზე თავდასხმის, ადამიანის უფლებების შელახვისა და ყირიმის ოკუპაციისა და უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო რეალური საფასური უნდა გადაიხადოს.
 
ის ფაქტი, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი შეერთებული შტატების კონგრესმა პარტნიორი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავა – მოიწონა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
 
მანამდე, ევროპულ მედიასთან ინტერვიუში ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპა თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...