მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს საკითხი აშშ-ის სანქციების შესახებ კანონპროექტში, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა...

საქართველოს საკითხი აშშ-ის სანქციების შესახებ კანონპროექტში, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ სანქციების შესახებ კანონპროექტში ჩამოთვლილია რუსეთის ყველა ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად არის შეფასებული. კანონპროექტის ტექსტში საქართველო არა ერთხელ არის მოხსენიებული.
 
“2014 წელს რუსეთმა არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო 2008 წლიდან საქართველოში ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ასევე აგრძელებს დესტაბილიზაციურ ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთში,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
 
კანონში ერთ-ერთი პუნქტი მთლიანად საქართველოს ეთმობა:
 
“რუსეთის ფედერაცია განაგრძობს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების უგულებელყოფას, რომელიც საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ჯარის გაყვანას, ჰუმანიტარული ჯგუფების დაუბრკოლებელ დაშვებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ევროპის სამეთვალყურეო მისიის წევრების მიერ კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მონიტორინგს ითვალისწინებს“.
 
შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რუსეთის ზეგავლენის დაძლევისთვის საჭირო ზომების მიღებასთან დაკავშირებით კანონში წერია, რომ პრეზიდენტმა “უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან; დაუბრუნოს ტერიტორიების საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების მთავრობებს; შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნების მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობის დისკრედიტაციისკენ.”
 
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ რომ, რუსეთის ფედერაციის მთავრობა იყენებდა და კვლავ იყენებს, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, როგორც ტრადიციულ სამხედრო ძალას, ასევე სადაზვერვო ოპერაციებსა და პროპაგანდისტულ კამპანიებს.
 
 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...