მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართულმა ოცნებამ'' კონსენსუსი მოკლა''- თინათინ ბოკუჩავა კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს

„ქართულმა ოცნებამ” კონსენსუსი მოკლა”- თინათინ ბოკუჩავა კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს

Published on

კოალიცია „დაიცავი კონსტიტუცია“ დღესს აკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრას მართავს.
 
კოალიციაში მიაჩნიათ, რომ  პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევისათვის აუცილებელია  კონსულტაციები გაგრძელდეს –  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მათი აზრით, გარკვეულ დათმობებზე ხელისუფლებაც უნდა წავიდეს. 
 
„„ქართულმა ოცნებამ'' სწორედ კონსენსუსი მოკლა, როცა  არ გაითვალისწინა არც ოპოზიციისა და პრეზიდენტის და არც ვენეციის კომისიის თვალსაზრისი – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა – უნდა შევთანხმდეთ ფორმატში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვას , რომ კონსტიტუცია მართლაც  კონსენსუსსზე დაფუძნებული დოკუმენტი იყოს''.
 
პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქართველოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის როლის შესრულებას აპირებს.
 
„ეს არის სილის გაწნა „ქართული ოცნებისთვის“. ოპოზიციის ერთიანი პოზიცია არის გადამწყვეტი, რომელიც ჩვენ ამ ბრძოლაში გაგვამარჯვებინებს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...