მთავარისიახლეებისამართალი„ჯემ ფესტის“ ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დააკავეს

„ჯემ ფესტის“ ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დააკავეს

Published on

განმუხურში, „ჯემ ფესტის“ ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბაქარ ყორშია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული ფაქტი გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა. დაკავებული ყორშია ამ დრომდე ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
 
მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი იცავს. ჯემალ ჭკადუა დღეს ბაქარ ყორშიასთან იმყოფებოდა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დაკავებულს ძალადობის ნიშნები არ ეტყობა, თუმცა, როგორც ჭკადუას აღნიშნავს, დაკავებულმა ბაქარ ყორშიამ მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაკავებისას ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და მსუბუქ ფიზიკურ შეურაცხყოფას.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო პოლიციის მხრიდან ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტის, ბაქარ ყორშიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. უწყებისვე ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც.
 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...