მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: ამერიკის მხრიდან რუსეთის შეკავების მტკიცე პოლიტიკა სასარგებლო იქნება, როგორც...

გიორგი მარგველაშვილი: ამერიკის მხრიდან რუსეთის შეკავების მტკიცე პოლიტიკა სასარგებლო იქნება, როგორც საქართველოსა და უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის ”

Published on

"საქართველოს პრეზიდენტს შეერთებული შტატების მხარდაჭერის სჯერა" – "ამერიკის ხმამ" გიორგი მარგველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. საქართველოს პრეზიდენტმა სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთბებსა და თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. 
 
მისი თქმით, ამერიკის მხრიდან რუსეთის შეკავების მტკიცე პოლიტიკა როგორც საქართველოსა და უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის სასარგებლო იქნება.
 
„ჩვენ ბედნიერები ვართ თეთრი სახლის ადმინისტრაციის რუსეთის შეკავების მტკიცე პოლიტიკით. რუსეთმა მკაფიოდ განაცხადა რეგიონში თავისი ინტერესების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები განიხილება, როგორც რუსეთის უკანა ეზო. ამით მთელ ცივილურ სამყაროს ეუბნებიან, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა მხოლოდ რუსეთის ინტერესების გარეთ მუშაობს. მე მჯერა, რომ მტკიცე შემაკავებელი პოლიტიკა რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ, სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ევროპისთვის და თავად რუსეთისთვისაც,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...