მთავარისიახლეებიპოლიტიკასახელმწიფო მინისტრი: “პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი”

სახელმწიფო მინისტრი: “პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი”

Published on

რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღებისა და საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის საკმაოდ ხმაურიანი ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთში ჩასვლა გადაწყვიტა. კრემლის ამ რეაქციას საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. მინისტრი კრემლის ლიდერის ამ განზრახვას განგრძობადი ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობად აფასებს.
 
“გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ეს ვიზიტიც ალბათ ამ რანგში უნდა განვიხილოთ. ეს ჯდება ერთიან სურათში – ეს არის განგრძობადი პროვოკაცია. ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან და ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ამ პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
 
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ის დე ფაქტო აფხაზეთს 8 აგვისტოს ეწვევა, ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში პუტინი დე ფაქტო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ინფორმაციას РБК ავრცელებს.

სიახლეები

რუსული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში იმყოფება

ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მიხეილ ულიანოვის განცხადებით, სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ...

ჟურნალისტ ნიკა კაციასა და ექიმ გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ჟურნალისტს ნიკა კაციასა და ექიმ გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე,...

საქართველო ევროპაა! არა რუსეთს”, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს,...

“იმედი” ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა დატოვა

ტელეკომპანია "იმედი" ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.