,,ფორმალურად არა, მაგრამ რეალურად მე ქართველი ვარ”- მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქების მცდელობაზე პოლიტიკური პროცესებიდან მოქალაქეობის ჩამორთმევით გარიყონ იგი

0
408
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ოლიგარქები მისი საქართველოში ექსტრადიციისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უკრაინაში დაბრუნების გზა რომ მონახოს, ფიქრობს თუ არა იმაზე, რომ შეიძლება საქართველოში მისი ექსტრადიცია განახორციელონ. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ”ოლიგარქების არ ეშინია”. 
”ოლიგარქები ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის ადვილად გაკეთების საშუალება უნდა მისცე. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათი არ გვეშინია”, – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
რაც შეეხება მიზეზებს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამას მთავარი პოლიტიკური ოპონენტის მოშორების მცდელობას უკავშირებს. 
 
”არ მგონია ეს საიდუმლო იყოს ნებისმიერი მიუკერძოებელი უკრაინელისთვის. ეს იყო პრეზიდენტის მიერ შეუფარავი მცდელობა თავიდან მოეშორებინა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი უკრაინის შიგნით. ეს საბჭოური საქციელია – ადამიანს ჩამოართვა მოქალაქეობა და მერე მას გიჟი და დამნაშავე უწოდო. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ მაიდნის შემდგომ უკრაინის პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, გმირზე, რომელმაც ბევრი მოლოდინი შექმნა, მაგრამ რომელმაც იმედები ასე ხელმოცარულად ვერ გაამართლა. მისი რეიტინგი ერთნიშნა მაჩვენებლებშია და მცირდება. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველა იმედი გააცრუა, რომლის გაცრუებაც შეეძლო. ეს ძალიან სამწუხაროა და მე ეს არ მახარებს. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც ომშია ჩართული. მეორე მაიდანის შემდეგ უამრავი მოტყუებული ხალხი და გაცრუებული იმედია. არ ვიცი უკრაინა ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვა”, – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ბრძანება ყალბ დოკუმენტს დააფუძნა და დაარღვია კანონი. 
 
”თუ პრეზიდენტის ოფისი ასე ღიად აყალბებს დოკუმენტებს, ეს შემაშფოთებელი ზარია. გარდა ამისა, აქ მორალური მხარეც არის. ის ლაჩარივით მოიქცა. თუ მოქალაქეობის ჩამორთმევა უნდოდა, მაშინ უნდა გაეკეთებინა როცა ქვეყანაში ვიყავი”, – აღნიშნა სააკაშვილმა. 
 
ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჰოლანდიის მოქალაქეობის მიღებას არ აპირებს. 
 
”ჰოლანდიის მოქალაქეობა რომ მდომოდა, დიდი ხნის წინ ავიღებდი. ჩემი ცოლი ახლა საქართველოს მოქალაქეა. ჩემი შვილები ქართველები არიან. ფორმალურად არა, მაგრამ რეალურად მე ქართველი ვარ”, – აღნიშნა სააკაშვილმა. 
 
სააკაშვილის განცხადებით, მისი აშშ-ში წასვლა არ ყოფილა გამოწვეული მოქალაქეობის ჩამორთმევის საფრთხით. 
 
”მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. ჩემი მოქალაქეობა საფრთხის ქვეშ უკვე დიდი ხანია დგას. მე ამას შევეჩვიე. უბრალოდ, ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე დაუნდობლად და თბილისიდან დაბრუნებიდან ასე მოკლე ვადაში გააკეთებდა ამას”, – აღნიშნა სააკაშვილმა. 
 
წინა სტატიამეჩეთში აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ. მე მიყვარს ეს ქვეყანა , მაგრამ ჩემი სახლი საქართველო და უკრაინაა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური