მთავარისიახლეებიპოლიტიკამმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს მაიკ პენსისთვის გაკეთებული შეთავაზების გამო აკრიტიკებს

მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს მაიკ პენსისთვის გაკეთებული შეთავაზების გამო აკრიტიკებს

Published on

უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი ინიციატივის გამო აკრიტიკებს. მათი აზრით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის ამერიკაში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის თაობაზე შეთავაზების გაკეთებამდე, საკითხი მარგველაშვილს შესაბამის უწყებებთან უნდა განეხილა.უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ვანო მაჭავარიანის, განმარტებით ამით კიდევ უფრო გაღრმავდება ქვეყნებს შორის ურთიერთობები და საქართველო უფრო მეტად იქნება დაცული.„ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ორმხრივ ურთიერთობებს გაღრმავდეს, გაძლიერდეს და საქართველომ მიიღოს მეტი დაცულობა, მეტი განვითარება და მეტი თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართულებით,“ – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მსგავსი საკითხი პრეზიდენტს ჯერ საგარეო უწყებასთან უნდა შეეთანხმებინა.„მე ვიცი, რომ მსგავსი საკითხები თანხმდება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მთავრობასთან ან ამერიკულ მხარესთან და მაგალითად, ამერიკელი კოლეგა რომ შემეკითხოს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამით, მე პასუხი ნამდვილად არ მაქვს,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას ოპოზიციაში იზიარებენ და მაგალითად უკრაინის მაგალითი მოჰყავთ.„ასეთი წარმომადგენელი ჰყავს, მაგალითად, უკრაინას და მნიშვნელოვანია აქ აღვნიშნოთ, რომ ასეთი ტიპის წარმომადგენლის დანიშვნა შეიძლება მოხდეს კონკრეტულად ჩვენი ოკუპაციის პირობების ხაზგასასმელად, თუმცა, სამწუხაროდ, თავად ხელისუფლებას არ ახსოვს ხშირად, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია,“ -აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინათინ ბოკუჩავა.პარტია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სპიკერი, ირაკლი კიკნაველიძე, ფიქრობს, რომ მსგავსი განცხადება გიორგი მარგველაშვილს საჯაროდ არ უნდა გაეკეთებინა, თუმცა, ინიციატივას მიესალმება.„არ მგონია, რომ რაიმე შედეგის მომტანი იყოს ასე ღიად ამ განცხადების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან თუმცა, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იქნება მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას ბოლო წლებში არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ რაღაც სპეციალური ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო,“ – აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...