მთავარისიახლეებიმსოფლიოვინ გვეხმიანება პაპუა ახალი გვინეადან და ვინ ცდილობს მოგვპაროს ტელეფონში...

ვინ გვეხმიანება პაპუა ახალი გვინეადან და ვინ ცდილობს მოგვპაროს ტელეფონში სიმწრით ჩარიცხული ფული?

Published on

სატელეფონო კოდი 675 +. პაპუა ახალ გვინეას ეკუთვნის და თუ  ამ კოდით იწყება ნომერი უცნობი აბონენტისა, რომელიც  მხოლოდ ზარს უშვებს და პასუხს არ ელოდება, იცოდეთ, რომ საერთაშორისო თაღლითია და ცდილობს ტელეფონში სიმწრით ჩარიცხული ფული  მოგპაროთ. დაიმახსოვრეთ ნომრები +675 7089 4040; +675 7089 4035; +675 7089 4025 და ნუ გადაურეკავთ მათ. 
 
თუ ეს შეცდომა უკვე დაუშვით მსგავსი შემოტევების ორი დღის მანძილზე, შეგიძლიათ თავი ინუგეშოთ იმით, რომ საქართველო  საერთაშორისო  ასპარეზზე  თაღლითების ინტერესის საგანიც  კი  გახდა – იგი  უკვე იმ ქვეყნების რიცხვში შევიდა, სადაც თაღლითები  ფულს შოულობენ  (თავად ჩვენ არ დაგვადგა საშველი თორემ ) 
 
ინტერნეტ სივრცეში ყველა ამ საეჭვო ტელეფონის ნომრებთან დაკავშირებით გაფრთხილებები ვრცელდება. საუბარია საერთაშორისო თაღლითური სქემაზე, რომლითაც ფულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების აბონენტებს პარავენ. 
 
ქართული მობილური ოპერატორები ირწმუნებიან, რომ საქართველოში დაზარალებულების რაოდენობა დიდი არ არის, რადგან მათთვის ამ თაღლითური სქემის შესახებ ცნობილია და ყველა ასეთი საეჭვო ნომერი დაბლოკილი აქვთ.  
 
ძნელია  გადაამოწმო, რამდენად არის დაბლოკილი ყველა ნომერი, რადგან  მარტო ზუგდიდში ასობით ადამიანი ლაპარაკობს, რომ ამგვარი ნომრებიდან დაურეკეს, მაგრამ რაღაც იეჭვა და   მხოლოდ საკუთარი გამჭრიახობის წყალობით დააღწია თავი თაღლითების საცეცებს. 
 
 მსგავსი თაღლითური შემოტევა ქართველ აბონენტებზე პაპუა ახალი გვინეადან რამდენიმე თვის წინაც მოხდა და მობილური ოპერატორები ამას არც სამომავლოდ გამორიცხავენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...