ცუკერბერგის ახალი მესინჯერი ბავშვებს უცნობებთან სახიფათო კონტაქტებისგან დაიცავს

0
444
,,ფეისბუქ''  სამყარო ცუკერბერგის გუნდის ახალი პროდუქტის –  კარგად კონტროლირებადი საბავშვო მესინჯერის მოლოდინშია.  
 
ორი თვის წინ გაჟონა ინფორმაციამ, რომ  მიმდინარეობს მუშაობა   Snapchat-ის პროდუქტების მსგავსი  საბავშვო Messenger-ის შექმნისთვის.  
 
გავრცელებული ხმებით, ახალ პროგრამას Talk-ი ერქმევა,  იგი   ბავშვებს საშუალებას მისცემს ითამაშონ მხოლოდ მშობლებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან და მხოლოდ მათ გაუზიარონ  ფოტოები და ჩანაწერები, ხოლო მშობლებს საშუალებას მისცემს სრულად გააკონტროლონ ბავშვებისა და თექვსმეტ წლამდე ასაკის მოზარდების
კონტაქტები, რაც დაიცავს მათ უცნობებთან სახიფათო კონტაქტებისგან .
 
 
ამასთან საბავშვო Messenger-ი არ მოითხოვს ექაუნთის შექმნას ფეისბუქში – უფროსები შეძლებენ ,,უფროსი'' მესინჯერის მეშვეობით შეძლებენ თვალყური ადევნონ კონტენტს, რომელსაც შეიძლება ბავშვი ათვალიერებდეს ქსელში . 
 
 
ახალ პროგრამაზე მუშაობის საჭიროება წარმოქმნა იმან, რომ,  მიუხედავად კომპანიის სერვერების დიდი სიმძლავრისა, სათანადოდ ვერ  ხერხდება არასასურველი კონტენტის გათიშვა პუბლიკაციიდან 24 საათში.   უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემას ვერ უმკლავდება არა მხოლოდ ფეისბუქი, არამედ თვითერი და იუთუბიც. 
 
ამ დროისათვის უცნობია, როდის ამოქმედდება საბავშვო მესინჯერი და უცნობია სხვა დეტალებიც. 

 

წინა სტატიაერთპარტიულ ინტრესებში ჩარჩენილი იუსტიციის მინისტრის ვნებანი
შემდეგი სტატიავინ გვეხმიანება პაპუა ახალი გვინეადან და ვინ ცდილობს მოგვპაროს ტელეფონში სიმწრით ჩარიცხული ფული?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური