მთავარისიახლეებიპოლიტიკამაიკ პენსი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიუულ მთლიანობას იმ დღიდან, როცა რუსულმა...

მაიკ პენსი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიუულ მთლიანობას იმ დღიდან, როცა რუსულმა ტანკებმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელეს

Published on

,,დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას'' – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 
 
მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიუულ მთლიანობას და ამას ახორციელებს იმ დღიდან, როცა „რუსულმა ტანკებმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელეს“. 
 
აშშ-ის ვიცე – პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ძლიერი და განვითარებული საქართველო შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას, რის მისაღწევადაც აშშ საქართველოს ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს.
 
„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვახორციელებთ იმ დღიდან, როდესაც რუსულმა ტანკებმა 2008 წელს მოახდინეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მყარ პოზიციაზე დგომას. ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისადმი. 
 
უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას. აშშ გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რისი მეშვეობითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას, რაც მოიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკიურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როცა საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას“, – განაცხადა მაიკ პენსმა

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...