ვინ და როგორ დაატარებს წრეზე ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ ქართველებს ბინადრობის მოწმობის მისაღებად?

0
448
 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში ე.წ. ბინადრობის მოწმობის გასაცემად 689 პირის საქმე განხილვის პროცესშია, მთლიანად კი 35 ე.წ. ბინადრობის მოწმობაა გაცემული, აქედან 23 – ოკუპირებულ გალში, ორი – ტყვარჩელისა და 10 – ოჩამჩირის რაიონში. 
 
29 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პასპორტებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით ე.წ. საგანგებო სხდომა გამართა. შეხვედრას ოკუპირებული რეგიონის ყველა რაიონის ე.წ. საპასპორტო განყოფილების წარმომადგენელი ესწრებოდა. ხაჯიმბამ მათ მისცა საგანგებო დავალება , დააჩქარონ მოსახლეობის ე.წ. პასპორტიზაცია და ბინადრობის მოწმობების გაცემა.

ხაჯიმბას მიერ მოწვეულ საგანგებო სხდომას წინ უძღოდა შსს კოლეგია, რომელმაცსახვა საკითხებთან  ერთად  განიხლა  ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა  ახალი პასპორტებისა და ბინადრობის უფლების  დამადასტურებელი დოკუმენტების  გაცემის სფეროში. 
 
,,ოდიში ნიუსი'' კომენტარების გარეშე გთავაზობთ  ნაწყვეტს  კოლეგიის ოქმიდან, რომელიც წარმოადგენს  აფხაზეთის შს მინისტრ ასლან კობახიასა და გალისა და ტყვარჩელის  რაიონის საპასპორტო მაგიდების უფროსებს შორის შემდგარი დიალოგიების ჩანაწერს 
 
,,კობახია: რატომ ჭიანურდება ეს პროცესი გალის რაიონში? რატომ არ გაეცით საბუთები იმ ხალხზე, ვინც მიიღო სუს-ის ნებართვა?  რამდენნი არიან ისინი? 
გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი:ნებართვა გაცემულია 346 ადამიანზე, საბუთი მიიღო 23
კობახია; რატომ ასე ცოტა? 
გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი:  სხვები არ გამოცხადებულან .
კობახია: როგორ არ მოუმართავთ, მაშ როგორ გაიცა ნებართვა იმ 346 კაცზე? 
გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი: ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას.
კობახია: მაგრამ თქვენ ხომ გამოწერილი გაქვთ ეს 346 მოწმობა?
 გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი    – არა, ჯერ სამუშაო პროცესში ვართ 
კობახია: და კიდევ რამდენი ხანი დაგჭირდებათ?
გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი : 15 – 20 დღე 
კობახია: თქვენ დოკუმენტების პაკეტს ადგენთ და ამუსავებთ სუს- ში გადაგზავნამდე. . ასე არ არის? სუს-მა უკვე ერთი თვეა დაგრთოთ ნება გამოწეროთ მოწმობა ამ 346 კაცზე. რატომ არგაეცით ამდენი ხანი? 
გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი: დამატებით ვამუშავებთ იმას, რაზეც ნებრთვა მივიღეთ .  მათ გამოცხადებას ველოდებით. 
კობახია: რას მნიშნავს ელოდებით? მათ  უკვე მოგმართეს.  ამ მომართვის საფუძველზე შეაგროვეთ დოკუმენტები. გადაუგზავნეთ სუს-ს. მიიღეთ ნებართვა.  ახლა ისინი დოკუმენტის ასაღებად უნდა მოვიდნენ,   თქვენ კი ჯერ გამოწერილი არა გაქვთ და  რისთვის მოვლენ?  .თუ ისევ წრეზე დაგყავთ ისინი,  როგორც წინა  წლებში. ტყვარჩელში როგორ არის საქმე?
ტყვარჩელის საპასპორტო მაგიის უფროსი:  ჩვენ მზადა გვაქვს   ოთხი სახის მოწმობა,  სუს-ისგან მიღებულია 43 ნებართვა, არიან ისეთებიც, რომელთაც უარი ეთქვათ.   
კობახია:  მათ საკითხს, ვისაც უარი ეთქვა, ჩვენ არ განვიხილავთ, მაგრამ რატომ არ გაეცით დოკუმენტები იმ 43 კაცზე? 
ტყვარჩელის საპასპორტო მაგიდის უფროსი: ამისთვის ქალაქის ადმინისტრაციის ნებართვა გვჭირდება 
კობახია: რა შუაშია ადმინსტრაციის უფროსი? რატომ ართულებთ საქმეს და რატომ ქმნით პრობლემებს? ''

განრისხებულმა მინისტრმა კოლეგია დაასრულა სიტყვებით: ,,მოდით,  შვწყვიტოთ ეროვნული პროექტის საბოტაჟი. გაეცით აფხაზეთის მოქალაქეებს აფხაზური პასპორტები,  ხოლო მოქალაქეობის არმქონეებს – შესაბამისი დოკუმენტები. ჩვენ ოცი წელია ვცდილობთ გავარკვიოთ,  რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ რაიონებში და არ არის საჭირო ამისგან ეროვნული ტრაგედიის  შექმნა. თუ რამე შეგეშალათ და ბინადრობის მოწმობა გაეცით მასზე, ვისაც ის არ ეკუთვნის, ყოველთვის შეიძლება კვლავ ჩამოვართვათ, ეს ხომ აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი არ არის. ჩვენ ყველა შესაძლო წინაღობა მოვხსენით. თუ სუს-მა გასცა ნებართვა, ადამიანმა უნდა მიიღოს თავისი საბუთი.  მე არავის მივცემ  უფლებას ჩააგდოს ეს ეროვნული პროექტი და თუ თქვენ ბატონო მანარგია   (საპასპორტო – სავიზო სამსახურის უფროსი – ოდიში ნიუსი) თავს   ვერ ართმევთ ამას, მოიძებნება ის, ვინც ამას შეძლებს. ადექით და ცენტრალურ აპარატთან ერთად ჩადიტ აღმოსავლეთ რაიონებში, ადგილზე გაარკვიეთ ყველაფერი, რაც გინდათ ქენით, მაგრამ დააჩქარეთ   ბინადრობის მოწმობის გაცემის ტემპები''. 

ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ გულუბრყვილობა იქნებოდა ქართველების წრეში ტარებაში   მხოლოდ რაიონული საპასპოროტო მაგიდების უფროსების დადანაშაულება. ასლან ნკობახიას და, უფრო მაღლაც, რაულ ხაჯიმბას თვითწარმოჩენა ,,კეთილ მეფედ''   ხელისუფლების პოლიტიკის ორგანული ნაწილია და ეს პოზა მათ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მით უფრო ოკუპირებულ ზონაში მცხოვრები ქართველებისთვის  თვალში ნაცრის შესაყრელად სჭირდებათ – მეისრეები  იქ  ( და საერთოდ)  არაფერს წყვეტენ.   

 

 

წინა სტატიააფხაზეთში კერძო მფლობელის ნაკვეთიდან რამდენიმე ტონა საზამთრო მოიპარეს, დანარჩენი კი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაზუგდიდი-თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური