ფაიფურის დასახლებაში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, წვიამიან ამინდში აქ წყალი ჩამოდის და ცხოვრება შეუძლებელია, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მცხოვრები დევნილები ხელახალი კომისიის შექმნას და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. „აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ყოველდღე უარესი სიტუაცია გვაქვს და არავინ ჩვენი პატრონი არ არის, მოგვხედოს მთავრობამ და გადაგვიყვანონ აქედან“- აცხადებენ დევნილები. დევნილთა საპროტესტო აქციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციაც შეუერთდა და დევნილებს მხარდაჭერა გამოუცხადა. საპროტესტო აქცია დევნილებმა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ ანგარიშის წარდგენის პარალელურად გაიმართა.
ფაიფურის დასახლებაში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
სიახლეები
სიახლეები
20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...
სიახლეები
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...
სიახლეები
ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...
სიახლეები
კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...