მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდიდან ლუცერნამდე: კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ფრიდონ თოდუამ ევროპის ხარისხის ჯილდო...

ზუგდიდიდან ლუცერნამდე: კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ფრიდონ თოდუამ ევროპის ხარისხის ჯილდო მიიღო

Published on

პირველი ადამიანი საბჭოთა კავშირში, ვინც კომპიუტერული კვლევა ჩაატარა – ფრიდონ თოდუას რთული გზა ზუგდიდიდან ლუცერნამდე
 
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ფრიდონ თოდუამ, ევროპის ხარისხის ჯილდო ევროპის ბიზნეს-ასამბლეისგან რამდენიმე დღის წინ მიიღო.– ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს. 
 
ევროპის ბიზნეს ასამბლეამ მის კლინიკას ჯილდო ბრწყინვალე სამედიცინო ხარისხისთვის შვეიცარიაში გამართულ ცერემონიაზე გადასცა.
 
ფრიდონ თოდუა პირველი იყო, ვინც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით კომპიუტერული ტომოგრაფია შემოიტანა და ამისთვის ლეონიდ ბრეჟნევის დახმარება დასჭირდა.
 
პირველად კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გერმანიაში ნახა. მანქანა, რომელიც აღიქვამდა იმას, რასაც იქამდე მხოლოდ რენტგენით აშუქებდნენ და იმასაც, რისი დანახვაც ადრე, ადამიანის გაკვეთის გარეშე, შეუძლებელი იყო.
 
ასე გახდა პროფესორი თოდუა პირველი ადამიანი საბჭოთა კავშირში, ვინც კომპიუტერული კვლევა ჩაატარა.
 
საქართველო მე-6 ქვეყანა, თოდუას ცენტრი კი მე- 16 კლინიკა იყო, სადაც ეიჯის აპარატი დაიდგა. ჭკვიანი მანქანა ექიმს საშუალებას აძლევს, მაქსიმალური სიზუსტით დაასხივოს სიმსივნით დაავადებულ უჯრედებს და დაზოგოს ჯანმრთელი ქსოვილი.
 
ფრიდონ თოდუას სამედიცინო კაბინეტში ოთხივე პრეზიდენტი ნამყოფია. – ნთქვამია  სიუჟეტში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავიდა რუსთავი 2 – ის ეთერში. 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...