მთავარისიახლეებიექსკლუზივისააკაშვილი: ორი სამშობლოს წინასწარმეტყველი

სააკაშვილი: ორი სამშობლოს წინასწარმეტყველი

Published on

,,კრემლის ზეგავლენით დამყაყებულ ზონასთან  ევროატლანტიკური ცივილიზაციის იდეებით  მებრძოლის პერსონიფიცირებული სახე და ჭურვი, რომლის გარეშეც საარტილერიო იარაღი ვერ გაისვრის და უსარგებლოა. '' – ასე ხედავს მიხეილ სააკაშვილის როლს ორ სამშობლოსა და მსოფლიოში  მიმდინარე პროცესებში  პოპულარული ურაინული ინტერნეტგამოცემა Newsader –ის მთავარი რედაქტორი ალექსანდრე კუშნარი. სტატია ქვეყნდება სათაურით ,,სააკაშვილი:  წინასწარმეტყველი ორი სამშობლოსთვის'' 
 
2008 წელს მიხეილ სააკაშვილი ჯავშანჟილეტით, პირდაპირ გავიდა  რუსეთთან ომის ფრონტის წინა ხაზზე   და სხვა მეომრებთან ერთად პუტინის ლეშიჭამია სვავებისაგან იცავდა ევროპულ რეფორმებს საქართველოში , რეფორმებს, რომელიც რუსეთის სიძულვილის მანქანის უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად,  წარმოუდგენლად რეალური, ყოვლისმომცველი და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი შარშან, როცა უმშვენიერეს  თბილისში მომიხდა ჩასვლა. 
 
იმისათვის,  ევროპული შესაძლებლობების საზღვრები  გაეხსნა  უკრაინისთვის და ახლა უკვე აქ შებრძოლებოდა  კრემლის მაფიას,  მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პასპორტზე  უარის თქმა და  უკრაინის მოქალაქეობის მიღება მოუხდა. მისთვის სულ ახლახან მინიჭებული მოქალაქეობის წართმევით ოფიციალურმა კიევმა  პოლიტიკურ აპატრიდად აქცია. 
 
თავი  გადადო კლეპტოკრატიულ რეჟიმების დემონტაჟისთვის ორ ქვეყანაში და საბოლოოდ  აპატრიდი აღმოჩნდე – ბედის ეს ირონია მეტისმეტად სასტიკია იმისათვის რომ სიმართლე აღმოჩნდეს. მაგრამ ამასთან  სტატუსი ,,მსოფლიო მოქალაქე'' თავის არსით მოულოდნელად ძალიან ახლოს აღმოჩნდა  ყოველივე იმასთან, რასაც ყოველთვის აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი,  როგორც  აუღიარებელი წინასწარმეტყველი არათუ ერთ, თავის ორ სამშობლოშიც კი  ( ,,არ არის წინასწარმეწტყველი თავის სამშობლოში''). მისი   ქართული და უკრაინული პროექტები არის არა მხოლოდ ორი კონკრეტული ქვეყნის გარდაქმნა, არამედ  გაცილებით მეტი – უფრო მასშტაბური გარდაქმნები ევროატლანტიკური ცივილიზაციის დროშით.  
 
ამ იდეებით ანთებული შეუდგა მიხეილ სააკაშვილი ნიადაგის განოყიერებას დსთ ჭლექიან ზონასი, ისა, აზიატურად სულისშემხუთველ ტერიტორიაზე, რომელიც სულს ღაფავს კრემლის შხამიანი, მომწამლავი ზეგავლენის  უღლის ქვეშ.    და ატლანტიკური ცივილიზაციაც იმაზე გაცილებით მადლიერი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ,  ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. ამას მოწმობს ლიტველი ევროპარლამენტარის წინადადება ლიტვის მოქალაქეობა მიენიჭოს სააკაშვილს, აგრეთვე ის, რომ მას აქვს არჩევანი და შესაძლებლობა  იცხოვროს, მაგალითად,  შეერთებულ შტატებში, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არც ეროკავშირმა, არც აშშ – მ არ ცნო კანონიერად  მის მიმართ დღევანდელ ქართველ ხელისუფალთა ბრალდებები და სერიოზულად არც განუხილავს მისი შესაძლო გადაცემის საკითხი.  
 
მართალნი არიან ისინი ვინც მოგვიწოდებენ არ დაგვავიწყდეს ის, რომ ,,ქართული საოცრება’’ არის არამხოლოდ მიხეილ სააკაშვვილის, არამედ მისი გუნდის თითოეული წერის, ასევე ყველა იმ მოქალაქის დამსახურება, რომელთაც მხარი დაუჭირეს პოლიტიკურ– კულტურულ რევოლუციას ქვეყანაში. მაგრამ სააკაშვილის კრიტიკოსებისგან გაიგონებ იმასაც, რომ იგი  რეფორმების ფრონტმენი – წინწაწეული მედიური სახე იყო და დაჩრდილა ისინი,  ვნს მხრებზეც იდგა რეალურად საქართველოსი განხორციელებული რეფორმები.  
 
მე არ ვეთანხმები ამას:
 სწორედ სააკაშვილის პიროვნულმა ენერგიამ, რწმენამ, გამბედაობამ და წარმოუდგენელმა აქტიურობამ , ხოლო შემდეგ პრეზიდენტობამ , რომელიც მისი ამ პერსონალური თვისებების პოლიტიკურ მეგა კატალიზატორად იქცა,  განსაზღვრა ,,ვარდების რევოლუციის'' გამარჯვება.
საარტილერიო იარაღი ვერ გაისვრის და უსარგებლოა  ჭურვის გარეშე,  და ეს ჭურვი სწორედ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა. 
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...