მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპუტინმა 2008 წლის ომის დროს რუსეთის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებული მარინა...

პუტინმა 2008 წლის ომის დროს რუსეთის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებული მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანიანი შეიწყალა

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა   შეიწყალა 2015 წელს სახელმწიფო ღალატში ბრალდებული მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანიანი , რომელთაც რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოში  ახლობლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობეს,  საქართველოს საზღვრის მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ.
 
ორივე შეწყალებული ციხეს 10 დღის ვადაში დატოვებს.
 
 მარინა ჯანჯღავას  12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი,  ანიკ კესიანს – 8. ეს უკანასკნელი  2014 წელს დააკავეს. 2015 წელს მას 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
 
რუსეთში აღნიშნულ საქმეზე სულ ექვსი ქალი დააკავეს, ერთერთიი მათგანი  ოქსანა სევასტიდი, რომელიც 2013 წელს დააკავეს და ახლახან, მარტში  გაათავისუფლეს. მასაც რუსეთის მართლმსაჯულება სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებდა იმის საფუძველზე, რომ  თავის ქართველ მეგობარს მისწერა, რომ სოჭში სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი ნახა, რომელიც აფხაზეთისკენ მიემართებოდა.
 
შეწყალებულთა შორის არ არის  ინგა თუთისანი, იგი  პატიმრობაში რჩება.
 
ასევე  „სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურების” ბრალდებით.მოხვდა კრასნოდარის იზოლატორში  ეკატერინე ხარებავა,   რომელიც სოჭის ბაზარში მოვაჭრედ მუშაობდა. 2008 წელს, 5-დღიან ომამდე ცოტა ხნით ადრე მან შენიშნა, როგორ გადაადგილდებოდა სოჭიდან საქართველოს მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონებიდა  ქართველ ნაცნობს შეატყობინა. მის წინააღმდეგ საქმე ეფ-ეს-ბემ ხუთი წლის შემდეგ    აღძრა. კრასნოდარის მხარის სასამართლომ მას  6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...