მთავარისიახლეებიმსოფლიოხანძარი ბარსელონაში. საკონცერტო დარბაზიდან ევაკუირებულია 22 ათასი ადამიანი

ხანძარი ბარსელონაში. საკონცერტო დარბაზიდან ევაკუირებულია 22 ათასი ადამიანი

Published on

ბარსელონაში, წუხელ, გვიან ღამით  ელექტრონული მუსიკის  ფესტივალზე  მომხდარი ხანძრის გამო 22 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
 
ვარაუდობენ, რომ ხანძარი ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. სცენაზე სახელგანთქმული ამერიკელი დიჯეის სტივ აოკის გამოსვლამდე, 22. 00 საათისთვის   (ადგილობრივი დროით)  მსუბუქი ტკაცანი გაისმა და სულ რამდენიმე წამში ცეცხლი მასზე დამონტაჟებულ ტექნიკას მძლავრი ცეცხლი მოედო. მუსიკოსებმა გამოსვლა შეწყდა. და მაყურებელს სახიფატო ზონის დატოვება მოსთხოვეს.   ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია, რომ ხანძარი ფოიერვერკებისგან გაჩნდა.
 
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ევაკუაციის შედეგად, სერიოზული დაზიანება არავის მიუღია, მხოლოდ ზოგიერთ მაყურებელს ჰქონდა პანიკა. ცეცხლის ჩასაქრობად 11 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა
 
 ფესტივალი  UNITE With Tomorrowland ერერთი ყველაზე პრესტიჟულია ელექტრონული მუსიკის სამყაროში. ბარსელონა მას პირვე;ად მასპინძლობდა. პროგრამის მიხედვით ფესტივალი 12 საათს უნდა გაგრძელებულიყო. ჯერჯერობით საუბარი იმაზე, სად, რომელ დარბაზშიროდის  გადაიტანენ კონცერტს საუბარი არ არის. 
 
 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...