მთავარისიახლეებისამხედრო თემა,, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და...

,, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ”ღირსეული პარტნიორი 2017”-ის გახსნის ცერემონიაზე

Published on

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება ”ღირსეული პარტნიორი 2017”-ის გახსნის ცერემონია გაიმართა. 
სწავლება ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა. მიწვეულმა სტუმრებმა და ღონისძიებაში მონაწილე პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. 
ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და სტუდენტები დაესწრნენ.
 
სწავლებაში მონაწილე სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენშტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ სიტყვით მიმართეს. 
 
,,ერთობლივ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ უკვე გააჩნია თავისი ტრადიცია. მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენს ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი “ღირსეული პარტნიორია”,- განაცხადა  გიორგი მარგველაშვილმა – ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა. მეგობრებო, თქვენი თანამებრძოლები თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს, რომ ჩვენი საზოგადოებები იყოს დაცული, რომ ჩვენი საზღვრები იყოს შეულახავი, რომ ჩვენ ვიცხოვროთ სიმშვიდეში. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამ სამსახურისთვის. მადლობას გეუბნებით და მადლობას გეუბნებათ თითოეული მოქალაქე თქვენი ქვეყნებისა. . გისურვებთ წარმატებულ სწავლებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. 

 
 ”ღირსეული პარტნიორის” გახსნის ცერემონია საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. 
სწავლება,  რომელიც საქართველოში მესამედ იმართება,  12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება.
სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. 

სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ

"ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება...

ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები-დაუთი

საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური...

ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო,...