მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკატერინბურგში მიმავალი თბილისელი მექორწილეები სარატოვთან ახლოს ავარიაში მოყვნენ

ეკატერინბურგში მიმავალი თბილისელი მექორწილეები სარატოვთან ახლოს ავარიაში მოყვნენ

Published on

 დღეს გამთენიისას, ადგილობრივი დროით 05:05 საათზე თბილისიდან ეკატერინბურგისკენ  (ყოფილი სვერდლოვსკი)  ქორწილში მიმავალ ავტობუსს სარატოვთან ახლოს ავარია შეემთხვა.
 
რუსული მედიის ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტობუსს " სარატოვის მისადგომებთან ავტობუსის სავალ გზაზე დიდი სიჩქარით შემოიჭრა  ,,ლადა კალინა". ავტობუსის მძღოლის მცდელობამ თავიდან აეცილებინა შეჯახება შედეგი ვერ გამოიღო –  ,,ლადა კალინა'' სრულიად განადგრებულია, ხოლო ავტობუსი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. 
 
 
 
ავარიის შედეგად "ლადას" 24 წლის მძღოლი გარდაიცვალა, ავტობუსში მსხდომი  36 მგზავრიდან  ათი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან. ერთერთი დაშავებული ავტობუსის  მძღოლია, მას ორივე ფეხის მოტეხილობა აქვს და ჰოსპიტალიზებულია. საავადმყოფოშიდარჩება კიდე სამი მგზავრი, სამს კი უკვე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება და გზას სხვა მგზავრებთან ერთად გააგრძელებს. 
 
დამსხვრეული ავტობუსის მფლობელი, რომელიც ასევე  მგზავრებს შორის იყო, ახლო  რაიონებში მცხოვრებ  ნაცნობ ქართვლებს დაუკავშირდა, ისინი დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და  მგზავრები ორი ავტობუსით   გაამგზავრეს ნოვობურასკის რაიონში, საიდანაც  გზას ეკატერინბურგისკენ გააგრელებენ. 
 
,,საღამოსთვის კიდევ ერთი ავტობუსი მოვა, რომელიც ყველას ეკატერინბურგში გადაიყვანს", – განაცხადა სარატოვის ოლქში ხელისუფლების წარმომადგენლის მოადგილემ   ალექსანდრ ბურენინმა.
 

 

 

 

 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...