მთავარისიახლეებისაზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მძღოლებსა და მგზავრებს შესაძლო დისკომფორტისთვის გზებზე მიმინარე...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მძღოლებსა და მგზავრებს შესაძლო დისკომფორტისთვის გზებზე მიმინარე სარემონტო სამუშაოების გამო

Published on

 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე ვიბროხმაურიანი ზოლები მოეწყო.
 
 ეს  გაკეთდა ამ მონაკვეთზე განსაკუთრებით დატვირთული სატრანზიტო მოძრაობის გამო და  გამიზნულია ,, დამატებითი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების ყურადღების იძულებით გამახვილებისათვის, საჭეზე მგრძნობიარობის მიზნით''
 
ამასთან ერთად  საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის გარკვეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს პერიოდული შეკეთების სამუშაოები, რომელიც ძირითადად საფარის სისწორის, ხორკლიანობის და საცვეთი ფენის აღდგენის სამუშაოებს მოიცავს. 
 
„სამუშაოების წარმოების პროცესში განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშნები, გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შესაძლო არაკომფორტულ გადაადგილებას, რისთვისაც ბოდიშს გიხდით და გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას“, – ნათქვამია გზების დეპარტსამენტის განცხადებაში.

სიახლეები

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...