მთავარისიახლეებისამხედრო თემაფოთის პორტში აშშ-ის ტექნიკის კიდევ ერთი ნაწილი შემოვიდა

ფოთის პორტში აშშ-ის ტექნიკის კიდევ ერთი ნაწილი შემოვიდა

Published on

ფოთის პორტში აშშ-ის ტექნიკის მორიგი ნაწილი შემოვიდა.- იგი განკუთვნილია  მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებისთვის „ღირსეული პარტნიორი" .
 
სამხედრო სწავლებაში მონაწილე ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორებს და მხარდამჭერ ტექნიკას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ლოგისტიკის ოფიცრებთან ერთად დახვდა.
 
ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას პირველად მიიღებს.
 
სწავლებაში მონაწილეობისთვის ტექნიკის პარალელურად, ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი ჩამოვიდა.
 
საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, ნატოს წევრი 5 და 3 პარტნიორი ქვეყნის 2800 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.-  საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი.
 
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...