მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: „პოროშენკომ არ დაივიწყოს, რომ მე ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ და...

მიხეილ სააკაშვილი: „პოროშენკომ არ დაივიწყოს, რომ მე ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ და უკრაინაში ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი ვიცი“

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრებს. 
 
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
 
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ სასამართლოში გავასაჩივრებთ. თუ ადმინისტრაციულ სასამართლოში არაფერი გამოგვივა, მაშინ სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი იცის. 
 
„პოროშენკომ არ დაივიწყოს, რომ მე ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ. მე უკრაინაში ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი ვიცი“, – აღნიშნა მან. 
 
კითხვაზე, რას გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში არ შეუშვებენ, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს. 
„ბორისპოლის“ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ. მანდ კარგი რემონტია გაკეთებული, აეროპორტის დირექტორი ჩემი მეგობარია. იმედია, მომიძებნის კომფორტაბელურ ადგილს. ეს ხუმრობით. თუმცა, მე მოვძებნი შესაძლებლობებს“.
 
მიხეილ სააკაშვილმა ამავე  ინტერვიუში განაცხადა:   .„პოროშენკოს დიდი იმედი აქვს, რომ მე ახლა დავწყნარდები და სხვა თემებზე გადავერთები. მე მან მითხრა, რომ თითქოს არსად მაქვს წასასვლელი და უკრაინაში დავბორიალობ. მე ვიცი საით წავიდე – მხოლოდ უკრაინაში! მე ვთქვი, რომ უკრაინაში ბრძოლას ბოლომდე მივიყვან! მე ჩემს თავს უკრაინელად ვგრძნობ“ 
 
სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის ლიტველი დეპუტატის შემოთავაზებას მისთვის ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
 
„მე ძალიან მიყვარს ლიტველები. ჩემი მეუღლე ჰოლანდიელია, მე ავტომატურად მაქვს უფლება ჰოლანდიის მოქალაქეობაზე. ჩემს შვილებსაც ქართულ პასპორტთან ერთად ჰოლანდიის პასპორტი აქვთ. მოქალაქეობის პრობლემა მე არ მაქვს. მაგრამ შეგნებულად არ ვაკეთებ ამას და არც გავაკეთებ. ვინაიდან მე მაქვს კონკრეტული მიზანი. მე უკრაინელი ხალხის წინაშე ვალდებულება ავიღე“, – დასძინა სააკაშვილმა

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...